მაკარონი გახდომაში დაგეხმარებათ - მეცნიერები

საქართველო, თბილისი - 14:29 | 04.04.2018
ნანახია: 2118

კანადელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დიეტის დროს მაკარონის გამოყენება დასაშვებია. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა თავიანთი კვლევის შედეგები პორტალ BMJ Open-ზე გამოაქვეყნეს.

ექსპერიმენტში 2500 მოხალისე მონაწილოებდა.კვლევის  თითოეული მონაწილე გარკვეულ კონკრეტულ დიატას იცავდა. ნახშირწყლების სახით მათ მხოლოდ მაკარონის ჭამა ჰქონდათ ნებადართული.

აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა მოხალისემ საშუალოდ კილონახევარი დაიკლო. ისინი კვირის განმავლობაში სამ ულუფა მაკარონის კერძს მიირთმევდნენ.

სპეციალისტების თქმით, მაკარონს აქვს დაბალი გლიკემიური ინდექსი. ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის კონტროლს და ორგანიზმში ნელა შეიწოვება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე