სტეიკი კლავს: რა საფრთხეს შეიცავს წითელი ხორცის რეგულარული მოხმარება

საქართველო, თბილისი - 11:10 | 03.04.2018
ნანახია: 1403

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წითელი ხორცის მოხმარების შემცირება მნიშვნელოვად ამცირებს ქალებში მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს. ამის შესახებ პორტალ MedicalXpress-ის განცხადებაშია ნათქვამი.

კვლევაში 32 147 ქალი მონაწილეობდა. მათ ჯანმრთელობას მეცნიერები 17 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

აღმოჩნდა, რომ ქალები, რომელბიც რეგულარულად იღებდნენ წითელ ხორცს, უფრო ხშირად ავადდებოდნენ მსხვილი და სწორი ნაწლავის კოლორექტალური კიბოთი.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ 2030 წლისთვის მთელს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი კოლორექტალური კიბოს შემთხვევა დაფიქსირდება. ექსპრტების აზრით, სიმისივნის 20 პროცენტის შეჩერება შესაძლებელია, თუ ადამიანები ვეგეტარიანულ დიეტას დაიცავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე