თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიაში ფრენები შეაჩერა

საქართველო, თბილისი - 12:44 | 27.11.2015
ნანახია: 1762

სირიის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ავიაციის ფრენები შეჩერებულია.

გამოცემა Hurriyet-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ თურქულმა სამხედრო ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე ფრენები შეაჩერა.

წყაროს ინფორმაციით, თურქეთმა აღნიშნული გადაწყვეტილება რუსთთან შეთანხმებით მიიღო.

თურქეთი სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში საერთაშორისო კოალიციასთან ერთად მონაწილეობს. პირველი ავიადარტყმები თუქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ტერორისტების ობიექტებს აგვისტოში მიაყენეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე