”მანჩესტერ სიტიმ” მესის წელიწადში 57 მლნ ევრო შესთავაზა

საქართველო, თბილისი - 12:11 | 27.11.2015
ნანახია: 1873

ინგლისის საფეხბურთო კლუბმა ”მანჩესტერ სიტიმ” ესპანეთის ”ბარსელონასთან” ლიონელ მესის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

ბრიტანული გამოცემის The Sun-ის მტკიცებით, ”მანჩესტერ სიტიმ” 28 წლის თავდამსხმელს 57 მლნ ევროს ღირებულების ყოველლიური კონტრაქტის პროექტი შესთავაზა. დღეისათვის მესის ხელფასი 37 მლნ ევროს შეადგენს.

მესის წარმომადგენლებმა ინგლისის კლუბთან გარიგების პირობების განსახილველად მზადყოფნა გამოთქვეს. თუმცა მათი თქმით, მხარეების მოლაპარაკებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

წინასწარი მონაცემებით არგენტინელი ფორვარდის ტრანფერისთვის ”მანჩესტერ სიტი” მზად არის 170 მლნ ევრო გადაიხადოს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე