ლარი გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:34 | 02.04.2018
ნანახია: 1065

2 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4052 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4144 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.92 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9649 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9762 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.13 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6070 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.3812 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 3 აპრილიდან  შევა ძალაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე