მერლინ მონროს ახალ ფილმში „გააცოცხლებენ“

საქართველო, თბილისი - 13:41 | 02.04.2018
ნანახია: 3573

ამერიკელი მსახიობი მერლინ მონრო ახალ ფილმში გამოჩნდება. ვარსკვლავს კომპიუტერული გრაფიკისა და ახალი ტექნოლოგიების დახმარებით გააცოცხლებენ. მონროს სკანირებულ გარეგნობას მის ორეულზე გადაიტანენ, რომელიც ფილმში ითამაშებს.

გავრცელებული ცნობით, მერლინ მონროს ახალი ბიოგრაფიული ფილმისთვის მეცნიერები მის გარეგნობას დაასკანერებენ და მსახიობ საზი კენედიზე გადაიტანენ.

შედეგად, მონროს ორეული ფილმში ითამაშებს, მაგრამ მაყურებლები გარდაცვლილი მსახიობის სახესა და მიმიკებს იხილავენ, რომლის ბედიც და ისტორიაც დღემდე განხილვის თემაა და უამრავ შეკითხვას ბადებს. არსებული ცნობით, მსახიობი-ავატარი ძალიან გავს მერლინ მონროს და მაყურებლები „,მკვდრეთით აღმდგარ“ მსახიობს ნამდვილისგან ვერ განასხვავებენ.

ვარსკვლავების „გაცოცხლების“ გამოცდილება მეცნიერებს უკვე ჰქონდათ. მეცნიერებმა სცენაზე უკვე გააცოცხლეს რეპერი 2Pac-ი და მაიკლ ჯექსონი.

ფილმ „ტერმინატორ 5“-ში კი სპეციალისტებმა გამოიყენეს ახალგაზრდა არნოლდ შვარცენეგერის გარეგნობის სკანირება, რის შედეგადაც ეკრანებზე კვლავ ახალგაზრდა ტერმინატორი გამოჩნდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე