„ერისიონი“ 130 წლის დასკვნით საიუბილეო კონცერტს თბილისში გამართავს

საქართველო, თბილისი - 11:39 | 27.11.2015
ნანახია: 3479

27 ნოემბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის „ერისიონის” დასკვნით საიუბილეო კონცერტს დაესწრება, ამის შესახებ „პრაიმნიუსჯორჯიას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

ანსამბლი „ერისიონი“ მაყურებლის წინაშე განახლებული შოუ პროგრამით წარდგება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

კონცერტის დაწყებამდე,  საკონცერტო დარბაზის ფოიეში ანსამბლის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საიუბილეო ალბომის პრეზენტაცია მოეწყობა. 

2015 წელი „ერისიონის“ საიუბილეო წელია - სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს დაარსებიდან 130 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, „ერისიონმა“  საქართველოს მასშტაბით საკონცერტო ტურნე გამართა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე