პატიება გულის დაავადებების რისკებს ამცირებს

საქართველო, თბილისი - 16:57 | 31.03.2018
ნანახია: 1392

მიტევების უნარი ადამიანს არტერიული წნევის მოულოდნელი აწევისგან იცავს და ჰიპერტონიის, გულის შეტევისა და ინსულტის რისკს ამცირებს. ამის შესახებ ახალ კვლევებზე დაყრდნობით აცხადებენ კალიფორნიის (სან-დიეგო) უნივერსიტეტის მეცნიერები.

კვლევებში 200-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა, რომელთაც სთხოვეს, რამდენიმეჯერ გაეხსენებინათ სიტუაცია, როდესაც მიიჩნევდნენ, რომ მათ მეგობარმა აწყენინათ. მონაწილეთა ნახევარს სთხოვეს, გაეხსენებინათ შემთხვევა, როცა მათ წყენა დაივიწყეს. სპეციალური ხელსაწყო აფიქსირებდა მონაწილეთა არტერიულ წნევასა და გულისცემას.

ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მოხალისეებს, რომლებმაც უპატიებელი წყენა გაიხსენეს, აღენიშნებოდათ არტერიული წნევის ზრდა.
წყენის პატიება, შესაძლოა, იყოს ეფექტური მეთოდი ჰიპერტონიის რისკის პრევენციისთვის, - დაასკვნეს მეცნიერებმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე