"საშიში დედა" პეკინის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მონაწილეობს

საქართველო, თბილისი - 15:57 | 31.03.2018
ნანახია: 181

ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ინფორმაცია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

"საშიში დედის" გარდა, კინოფესტივალის მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო პროგრამაში, კიდევ ერთი ქართული ფილმი, მარიამ ხაჭვანის "დედე", იქნება წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ კინოფესტივალის სექციაში "პანორამა" ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიას ახალი ფილმი "სავარძელი".
პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალი 2011 წელს დაარსდა და რამდენიმე წელიწადში უკვე იქცა მსოფლიოს გამოჩენილი და წარმატებული კინემატოგრაფისტების თავშეყრის ადგილად.
ფესტივალი წელს 15-22 აპრილს გაიმართება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე