მარტინ სკორსეზეს კანში საპატიო ჯილდოს გადასცემენ

საქართველო, თბილისი - 15:48 | 31.03.2018
ნანახია: 1157

კანის ფესტივალზე პარალელურ სექციას “რეჟისორთა ორკვირეულს” (Directors’ Fortnight) 50 წელი უსრულდება. გარდა საიუბილეო თარიღისა, წელს საპატიო ჯილდოს მარტინ სკორსეზეს გადასცემენ.

სკორსეზეს ჯილდოს სექციის გახსნის დღეს, 9 მაისს გადასცემენ. რეჟისორი პირველად ამ სექციაში 1974 წელს "ბოროტი ქუჩებით" იყო წარმოდგენილი. წინა წელს საპატიო ჯილდო ვერნერ ჰერცოგს გადაეცა.

აღნიშნული ჯილდო უკვე მიღებული აქვთ ისეთ რეჟისორებს, როგორებიც არიან ჯეინ კამპიონი, ჯიმ ჯარმუში, კლინტ ისტვუდი და ა.შ.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 8 მაისს დაიწყება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე