თურქეთში ჟურნალისტები შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:26 | 27.11.2015
ნანახია: 1706

თურქეთში ორი ცნობილი ჟურნალისტი დააკავეს. მათ შპიონაჟში ადანაშაულებენ. გაზეთ Cumhuriyet daily-ის რედაქტორს ჯან დიუნდარს და კორესპონდენტს ერდემ გიულიუს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.

დაკავების მიზეზი ჟურნალისტების საგაზეთო რეპორტაჟი გახდა, რომელმაც თურქეთის პოლიტიკური წრეები ააფორიაქა.

სტატიის მიხედვით თურქეთის პოლიციამ დააკავა სატვირთო მანქანები, სადაც იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოჩნდა. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ტვირთი ნაციონალურ დაზვერვის ორგანიზაციას ეკუთვნოდა და განკუთვნილი იყო სირიაში ისლამისტური დაჯგუფებებისთვის.

ჟურნალისტები ბრალდებას უარყოფენ. თურქეთი კი თავისუფალ პრესაზე ზეწოლისთვის საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ მოექცა.

თურქეთის ხელისიფლება ამტკიცებს, რომ სატვირთო მანქანებს სირიელი თურქმენებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე