ლიონელ მესიმ კუნძულ იბიცაზე სასტუმრო შეიძინა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 29.03.2018
ნანახია: 1402

 „ბარსელონასა“ და არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ ესპანეთში უკვე მეორე სასტუმრო შეიძინა.

30 წლის ფეხბურთელის ახალი შენაძენი  იბიცაზე, კუნძულის ერთ-ერთ პოპულარულ სანაპიროზე მდებარეობს.

 სასტუმროში განთავსებულია 52 ნომერი, აქვს უზარმაზარი აუზი და ბარი სახურავზე. სასტუმრო თავის სტუმრებს VIP -მომსახურებასაც სთავაზობს. სასტუმროში ღამის გათევა 226-დან 525 ფუნტ სტერლინგამდე ეღირება.

მანამდე მესიმ სასტუმრო სიჯესეში შეიძინა, რომელიც ბარსელონას პროვინციაში მდებარეობს. ფეხბურთელმა ის 26 მლნ ფუნტ სტერლინგად იყიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე