პაციენტზე შეყვარებული ფსიქიატრი მასთან ერთად საავადმყოფოდან გაიქცა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 29.03.2018
ნანახია: 1323

აშშ-ში დააკავეს ფსიქიკური აშლილობის მქონე მამაკაცი, რომელიც არკანზასის საავადმყოფოდან თავის ფსიქიატრთან ერთად გაიქცა.

New York Post-ის ცნობით, 46 წლის კორი ჩაპინი და 41 წლის მიშელ მესერი ნევადის შტატის ქალაქ ნორტ-ლას-ვეგასში გაემგზავრნენ. ისინი პოლიციამ ერთ-ერთ სახლში დააკავა.

პოლიციელთა  ცნობით, ქალს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა თავის პაციენტთან. მას ჩაპინთან პალატაში აკრძალული ნივთები შეჰქონდა, შემდეგ კი გაქცევაშიც დაეხმარა.

მესერი ფსიქიატრიის ლიცენზირებული დამოუკიდებელი ექსპერტია. ის ცხრა წლის განმავლობაში სოციალურ სამსახურებში მუშაობდა. მესერს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება.

ჩაპინი საავადმყოფოში იძულებით მკურნალობას 2015 წლიდან გადიოდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე