ბრიტანეთის დედოფლის სამეფო ძვირფასეულობა (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 21:00 | 28.03.2018
ნანახია: 3028

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ მეორის ქონება მსოფლიოში არსებული სხვადასხვა გავლენიანი ინდექსების მიხედვით, დაახლოებით 380 მლნ ფუნტს შეადგენს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მონარქია. მის პირად კოლექციაში შედის უძვირფასესი სამკაულები, მანქანები, ხელოვნების ნიმუშები. ქონება, რომელსაც ბრიტანეთის დედოფალი განკარგავს ბრიტანელი ერის საკუთრებად ითვლება და შესაბამისად, მას მისი განკარგვის ან გასხვისების უფლება არ აქვს. 

 

გთავაზობთ, ელისაბედ მეორის ყველაზე განსაკუთრებულ სამეფო დიადემებს:

 

საიმპერატორო გვირგვინი/The Imperial State Crown

Related image

საიმპერატორო გვირგვინი გაერთიანებული სამეფოს საგანძურის უმთავრესი სამკაულია და ის მონარქიის სუვერენიტეტის სიმბოლოს წარმოადგენს. გვირგვინი 1937 წელს მეფე ჯორჯ მეექვსის კორონაციისთვის დაამზადეს. გვირგვინი მთლიანად მორთულია ბრილიანტებით, მათ შორის კულინანის ალმასით, საფირონის, ზურმუხტისა და მარგალიტის თვლებით.

საიმპერატორო გვირგვინს, რომელიც დაახლოებით 3 კგ-ს გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი სუვერენი პარლამენტის ყოველწლიური გახსნისას გამოიყენებს.

 

ბირმული ლალის ტიარა/Burmese Rubies

Image result for queen elizabeth Burmese Rubies

ელისაბედ მეორე ბირმული ლალის ტიარით, პირველად, საზოგადოების წინაშე 1977 წლის 30 მაისს კოვენტ გარდენში გამართული სამეფო ღონისძიებაზე წარსდგა. ლალით შემკული ტიარა დედოფალს ბირმელმა ხალხმა კორონაციის აღსანიშნავად უსახსოვრა.

 

ვლადიმირის ტიარა/The Grand Duchess of Vladimir of Russia Tiara

Related image

ვლადიმირის ტიარა, რომელიც ეკუთვნოდა რუსეთის დიდ მთავრინას მარია რომანოვას. დედოფალმა მერიმ, ელისაბედ მეორის ბებიამ, შეიძინა 1921 წელს 28 000 ფუნტად. ტიარა, რომელიც ცნობილი იუველირის, კარლ ედუარდ ბოლინის მიერაა დამზადებული, შემკულია ბრილიანტებით და 15 უზარმაზარი მარგალიტით.

 

ბრაზილიური აკვამარინის ტიარა/The Brazilian Aquamarine Parure Tiara

Image result for The Brazilian Aquamarine Parure Tiara

ბრაზილიური ტიარა ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სამკაულად ითვლება სამეფო კოლექციაში. ის დედოფალს ბრაზილიის პრეზიდენტმა და ბრაზილიელმა ხალხმა კორონაციის აღსანიშნავად უსახსოვრა.

 

დედოფალ ალექსანდრას ტიარა/Queen Alexandra's Kokoshnik Tiara

Related image

თავდაპირველად, ტიარა უელსის პრინცესას ალექსანდრას ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ტიარა მის რძალს, დედოფალ მერის გადაეცა, რომელმაც თავის მხრივ, ტიარა დედოფალ ელისაბედ მეორეს უანდერძა.

 

სამეფო დიადემა/The State Diadem

Related image

დიადემა დამზადდა მეფე ჯორჯ მეოთხისთვის, რომელიც დედოფალ ვიქტორია ბიძა იყო. ტრადიციისამებრ, დიადემას დედოფლები და დედოფალი-კონსორტები პარლამენტის ყოველწლიური გახსნისას ცერემონიისას გამოიყენებენ.

 

საფირონისა და ბრილიანტის ვიქტორიანული დიადემა/The Victorian Suite of Sapphire and Diamond Set

Related image

დიადემა 1850 წელს დამზადდა. მოგვიანებით ის მეფე ჯორჯ მეექვსემ მის ქალიშვილ, ტახტის მემკვიდრე ელისაბედს საქორწინო საჩუქრად მიუძღვნა. დიადემა ბრილიანტისა და საფირონის თვლებითაა მორთული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე