ყავის მწვანე მარცვლები დიაბეტისგან იცავს

საქართველო, თბილისი - 19:40 | 28.03.2018
ნანახია: 1503

ამერიკელმა ქიმიკოსებმა ყავის მწვანე მარცვლებში აღმოაჩინეს ჰალოგენის მჟავის ზოგიერთი ნივთიერება, რომელსაც შეუძლია, დიაბეტით დაავადებულ ადამიანთა სისხლში გარკვეული ხარისხით შეამციროს გლუკოზა და შაქრის სხვა სახეობა.
"ყველა ექიმის დიდი ხნის ოცნებაა, შეიქმნას აბები, რომელიც შეძლებდა ერთდროულად სისხლში შაქრის დონის დაბალანსებას და დაეხმარებოდა დიაბეტით დაავადებულებს ჭარბი წონის დაგდებაში. ჩვენი კვლევები, სხვა მეცნიერთა კვლევებთან ერთად, აჩვენებს, რომ ჩვენ მაინც შევძლებთ ამ ოცნების ასრულებას. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ყავის მწვანე მარცვლის ექსტრაქტი ამცირებს II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს", - განაცხადა ჯო ვინსონმა სკრეტონის (აშშ) უნივერსიტეტიდან.
როგორც აღმოჩნდა, სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია მცირდება ჰალოგენის მჟავის გავლენით, რომელიც ძალიან ხშირად ხილსა და ბოსტნეულში გვხვდება. თავად სასმელში ამ მჟავის რაოდენობა უმნიშვნელოა, რადგან ყავის მარცვლის მოხალვისას მისი მოლეკულის დიდი ნაწილი იშლება. ვინსონმა და მისმა კოლეგებმა მაშინ ივარაუდეს, რომ ყავის მწვანე მარცვლის ექსტრაქტი დიაბეტით დაავადებულთა ორგანიზმზე გაცილებით ძლიერ იმოქმედებს.
ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, მეცნიერებმა შეკრიბეს მოხალისე დიაბეტიანთა ჯგუფი, რომლებიც ყოველდღიურად იღებდნენ აბებს ყავის ექსტრაქტით. ქიმიკოსთა თეორია დადასტურდა _ ექსპერიმენტში მონაწილეები ექსპერიმენტის მიმდინარეობის 22 კვირის განმავლობაში, საშუალოდ, 10%-ით გახდნენ, ხოლო სისხლში გლუკოზის შემცველობა 22-30%-ით შეუმცირდათ.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ პრეპარატები, რომელიც ჰალოგენის მჟავის საფუძველზე შეიქმნება, უახლოეს მომავალში შეძლებს მთელ მსოფლიოში შეუმსუბუქოს ცხოვრება დიაბეტით დაავადებულთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე