თურქეთის პრემიერი: ანკარა მოსკოვთან თანამშრომლობას გააგრძელებს

საქართველო, თბილისი - 10:35 | 27.11.2015
ნანახია: 1700

თურქეთი ”ისლამური სახელმწიფოს” წინაარმდეგ ბრძოლაში რუსეთთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა.

როგორც პრემიერმა გაზეთ Times-ს განუცხადა, სუ-24-ის ინციდენტისას ანკარის ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა.

”თურქეთმა არსებული წესების საფუძველზე მიიღო ზომები იმისათვის, რომ თავისი ტერიტორიის მთლიანობა დაეცვა”, - აღნიშნა დავუთოღლუმ.

მისივე თქმით, ახლა აუცილებელია, რომ ქვეყნები ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გაერთიანდნენ.

”ერეთობლივი ძალები, რომლებიც გააერთიანებდნენ აშშ-ის რუსეთის, თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალებს, სიტუაციის გარდატეხას შეძლებდნენ”, - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე