მარტოსული ქალებისთვის თოჯინა ჰენრი შექმნეს

საქართველო, თბილისი - 16:41 | 27.03.2018
ნანახია: 1417

კომპანია Delaware Realbotix-ის სპეციალისტებმა მარტოსული ქალებისთვის რობოტი ჰენრი შექმნეს, რომელიც მათ ფილმებზე, სამსახურსა და ქალურ პრობლემებზე ესაუბრება. ამის გარდა, ჰენრი ქალებს ფიზიკურ დაღლილობასაც მოუხსნის და მათ სექსუალურ მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს. დამკვეთს შეუძლია ჰენრის სხეულის თითოეული ნაწილი თვითონ შეარჩიოს - თმის ფერი, სხეულის აღნაგობა, ასევე მამაკაცური ღირსების ზომებიც. სპეციალისტების თქმით, ჰენრის შეუძლია ქალის ნებისმიერი ფანტაზია აასრულოს.

ჰენრის სიმაღლე 180 სანტიმეტრს შეადგენს. მასში ჩადგმული მიკროკომპიუტერი კი შეიცავს არამხოლოდ სტანდარტულ კითხვებს, არამედ  სპეციალურ სენსორებსაც, რომელსაც შეუძლია ადამიანის მეტყველებისა და ხმის გარჩევა და პასუხების მომზადება. სპეციალისტების თქმით, სილიკონის სხეულის შეხება სასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს და მისი გარეცხვაც კი შესაძლებელია.

კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათ პროდუქტზე მოთხოვნა უახლოეს მომავალში სწრაფად გაიზრდება. მათი თქმით, მარტოსული ქალები ხშირად იკეტებიან თავიანთ თავში და ახალ ნაცნობებს ვერ იძენენ. რობოტიზირებული სილიკონის თოჯინა კი მათთვის იდეალური თანამოსაუბრე და მეგობარი გახდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე