გერმანიაში ორი ისლამისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:25 | 27.11.2015
ნანახია: 1687

გერმანიის პოლიციამ ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი თავდასხმებს გეგმავდნენ.

ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, დაკავება ბერლინის რაიონში ეჭვმიტანილი ისლამისტების წინააღმდეგ რეიდების სერიათა ფარგლებში განხორცილედა.

კერძოდ, ჩხრეკა ისლამისტების კულტურის ცენტრში ჩატარდა.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ უსაფრთხოების ძალები უმაღლესი მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე