ანჯელინა ჯოლის ახალი რომანი აქვს - დასავლური მედია

საქართველო, თბილისი - 12:49 | 27.03.2018
ნანახია: 1658

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს 2016 წლის სექტემბერში გაშორდა. მას შემდეგ მსახიობს არაერთი რომანი მიაწერეს. უცხოურ მედიას თუ დავუჯერებთ, ჰოლივუდის 42 წლის ვარსკვლავმა სასიყვარულო ურთიერთობა უძრავი ქონების აგენტთან წამოიწყო. როგორც დასავლური პრესა წერს,  ჯოლის ახალი გულისმპრობელი ცნობილი სახეების რიცხვს და მაღალი წრის საზოგადოებას  არ მიეკუთვნება და ასაკშიც კი მომხიბვლელი და სიმპატიურია.

ინსაიდერის განმარტებით, მათ ურთიერთობას სერიოზულს ჯერ ვერ ვუწოდებთ, მისი თქმით, მათ უბრალოდ დროის ერთად გატარება მოსწონთ.

ინსაიდერი აღნიშნავს, რომ ბრედთან განშორების შემდეგ ანჯელინა სიმშვიდეს ვერ პოულობდა და ასაკში შესულ მამაკაცთან ურთიერთობა მას სიმყუდროვეს მოუტანს.

მედია არანაკლებ ყურადღება უთმობს ბრედ პიტის პირად ცხოვრებასაც. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ მსახიობმა ურთიერთობა განაახლა თავის ყოფილ ცოლთან ჯენიფერ ენისტონთან.

ამბობენ, რომ ბრედი და ენისტონი ერთმანეთს პაემანზეც შეხვდნენ. თუმცა ამის შესახებ ოფიციალური კომენტარი მსახიობებს ჯერ არ გაუკეთებიათ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე