კალათბურთელი, რომელმაც მატჩის დროს გონება დაკარგა, გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:37 | 27.03.2018
ნანახია: 1419

„გრანდ-რაპიდის“ კალთბურთელი ზაკ აპშოუ, რომელმაც ამერიკის G-ლიგის მატჩის დროს „დეტროიტ პისტონსის“ წინააღმდეგ, გონება დაკარგა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ფინალურ სასტვენამდე 40 წამით ადრე 26 წლის კალთბურთელი მოულოდნელად პარკეტზე დაეცა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გული გაუჩერდა. ორი დღის განმავლობაში სპორტსმენი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმების ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა. აპშოუს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე