არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია - ქეთევან ციხელაშვილი

საქართველო, თბილისი - 10:20 | 27.03.2018
ნანახია: 1502

არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა წყნეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას რამე სერიოზული დაზიანება არ აქვს.

„საბედნიეროდ, ბავშვი ნორმალურადაა. ვესაუბრე მკურნალ ექიმს, მშობლებს და თავად ბავშვს. ის გადაადგილდება თავისუფლად, ახლა ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, რომლითაც არ აღენიშნება რამე სერიოზული დაზიანება. არ იყო გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ინციდენტს რაც შეეხება, არის გამოძიება და ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

მან გუშინ, ინგოროყვას კლინიკაში წყნეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი მოინახულა.

ცნობისთვის, მანქანა, რომელიც 11 წლის მოზარდს დაეჯახა.  სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის უწყებას ეკუთვნის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე