ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანის წყლის ნაპირგამაგრება დასრულდა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 26.11.2015
ნანახია: 1606

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში მდინარე ხანისწყალის კალაპოტში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.

მდინარე ხანისწყლისთვისდამახასიათებელიწყალდიდობების შედეგად წარმოქმნილი მეწყერი საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებსა და  ეკლესიას.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ფლეთილი ლოდების გამოყენებით ბერმის მშენებლობა გადაწყდა და 185 მ. სიგრძის სანაპირო ზოლის დაცვა მოხერხდა. აღნიშნული ტიპის ნაპირდამცავი ნაგებობა ხანგრძლივი ექსპლუატაციით გამოირჩევა და მეწყრული კერის არსებობის პირობებშიც კი მუდმივად განახლების საშუალებას იძლევა.

პროექტი, რომლის ღირებულება 188,5 ათასი ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე