Playboy-ის მოდელი ტრამპთან სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ საუბრობს

საქართველო, თბილისი - 13:00 | 23.03.2018
ნანახია: 1273

ჟურნალ Playboy-ის ყოფილმა მოდელმა კარენ მაკდუგალმა დონალდ ტრამპთან ინტიმური ურთიერთობების შესახებ დაწვრილებით ისაუბრა. მისი თქმით, აშშ-ის ახლანდელი პრეზიდენტი ინტიმური კავშირის შემდეგ მას ფულს სთავაზობდა. ამის შესახებ ფოტომოდელმა CNN-თნ ინტერვიუში განაცხადა.

 „სიახლოვის შემდეგ ის ცდილობდა ჩემთვის ფულის გადახდას, ნამდვილად არ ვიცოდი როგორ მიმეღო ეს. არც კი ვიცი როგორ აღვწერო ჩემი სახის გამომეტყველება, ის ალბათ ძალიან სევდიანი იქნებოდა“, - აღნიშნა მოდელმა.

მისი თქმით, როდესაც ტრამპმა ფული შესთავაზა, მან უთხრა, რომ ეს მას არ შეეფერებოდა. „ეს ჩემთვის არ არის. მე ისეთი არ ვარ“. მოდელისვე თქმით, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად განსაკუთრებული იყო. მაკდუგალის თქმით, თავს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა.  

ამასთან მოდელმა ბოდიში მოუხადა აშშ-ის პირველ ლედის, რადგან ტრამპთან მისი რომანი იმ დროს დაიწყო, როდესაც ის უკვე დაქორწინებული იყო.

 „რა შეიძლება გითხრათ, გარდა იმისა რომ პატიება გთხოვოთ? ძალიან ვწუხვარ. არ ვისურვებდი, რომ ასეთი რამ ჩემს თავს მომხდარიყო“, - განაცხადა მაკდუგალმა.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტრამპი მაკდუგალთან სასიყვარულო ურთიერთობებს უარყოფს.

 

 

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე