რუსული მედია: სირიაში რუსულმა ავიაციამ ტერორისტების სამი ლიდერი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 16:05 | 26.11.2015
ნანახია: 1600

რუსული მედიის ინფორმაციით, სირიის ჩრდილოეთით რუსულმა ავიაციამ სხვადასახვა ტერორისტული დაჯგუფების სამი ლიდერი გაანადგურა.
ორი მათგანი ამოცნობილია, ერთი დიდი ბრიტანეთის მოქალაქე აბუ ბასირ ალ-ბრიტანია, რომელიც დაჯგუფება ”ან-ნუსრის ფრონტის” წევრი იყო , მეორე კი - მეამბოხეთა პირველი სასაზღვრო დივიზიის მეთაური აბუ სალიმი.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსულმა სამხედრო ავიაციამ ლატაკიის რაიონში ”ან-ნუსრის ფრონტის” პოზიციებზე 12 ავიადარტყმა განახორციელა. ავიადარტყმების შედეგად კონტრაბანდული ნავთობით დატვირთული რამდენიმე კოლონა განადგურდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე