ტრამპმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს სცემდა და ტირილს აიძულებდა

საქართველო, თბილისი - 16:50 | 22.03.2018
ნანახია: 885

ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოფილ ვიცე-პრეზიდნტს სცემდა და ტირილს აიძულებდა. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა. ასე უპასუხა მან ბაიდენს, რომელმაც CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ტრამპს სკოლის სპორტდარბაზში  წაიყვანდა და ქალების უპატივცემულობისთვის ცემით ტვინიდან სისულელეებს გამოუფერთხავდა.

„სულელი ჯო ბაიდენი ცდილობს თავი მაგარ ბიჭად მოგვაჩვენოს. სინამდვილეში ის სუსტია, როგორც ფსიქიკურად, ისე ფიზიკურად, და მაინც მემუქრება უკვე  მეორედ ფიზიკური თავდასხმით. ის მე არ მიცნობს, ის დაეცემოდა ჩემს წინ სწრაფად და ძლიერად და გამუდმებით იტირებდა. ნუ ემუქრები ხალხს, ჯო!“ - წერს ტრამპი Twitter-ში.

ბაიდენი ტრამპს პირველად არ აკრიტიკებს. გასული წლის იანვარში მან ტრამპს მოუწოდა „გაზრდილიყო“, წელს თებერვალში კი მას „ხუმრობა“ უწოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე