ნადეჟდა სავჩენკო რადას შენობაში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 16:18 | 22.03.2018
ნანახია: 926

უკრაინის უმაღლესი რადას უფრაქციო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის პარლამენტის დარბაზში დააკავეს.

უკრაინის პარლამენტმა გუშინ სავჩენკოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასა და დაკავებაზე თანხმობა განაცხადა. უკრაინის პროკურატურა სავჩენკოს პარლამენტის შენობაში ტერაქტის მომზადებაში ადანაშაულებს.

სავჩენკოს თმქით, იცოდა, რომ მას იწერდნენ და კამერის წინ საუბარი განგებ ისე წარმართა, რომ ხელისუფლების პორვოხირება მნოეხდინა.

სავჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის გმირის წოდებაზე თავისი ნებით უარს არ იტყვის და  დეპუტატის მანდატს არ დათმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე