სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი 28 მარტს ჩაინიშნა

საქართველო, თბილისი - 16:00 | 22.03.2018
ნანახია: 1416

თბილისის სააპელაციო სასამართლოში 29 მარტს 14:00 საათზე საქართველოს ყოფიილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია ჯი-ეიჩ-ენს სააკაშილის საზოგადოებრივმა ადვოკატმა სოფიო გოგლიჩიძემ მიაწოდა.

სააკაშვილის ადვოკატმა 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ყოფილი პრეზიდენტისთვის გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივრა.

ცნობისთვის, სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჰქონდა წაყენებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე