ამერიკელი, რომელმაც ციხეში 31 წელი შეცდომით გაატარა, მილიონერი გახდა

საქართველო, თბილისი - 15:53 | 22.03.2018
ნანახია: 1256

ამერიკის მოქალქემ, რომელმაც ციხეში 31 წელი შეცდომით გაატარა, კომპენსაციის სახით ერთი მლნ დოლარი მიიღო. ამის შესახებ ახალი ამბების პორტალი Fox 17  წერს.

ლოურენს მაკკინი ტენესის შტატის ციხიდან 2009 წელს გამოვიდა, რადგან მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები გაჩნდა. 61 წლის მამაკაცს გაუპატიურებისა და ქურდობის ბრალდებები მოეხსნა და კომპენსაციის სახით 75 დოლარი გადაეცა.

 „ჩემი ოცი, ოცდაათი და ორმოცი წელიც კი მთავარობამ წამართვა. არ მქონია ერთი შანსიც კი ჩემი ცხოვრება მომეწყო“, - ამბობდა მაკკინი.

მან კომპენსახიის მოთხოვნის უფლება მხოლოდ რვა წლის შემდეგ - 2017 წლის 20 დეკემბერს მიიღო, როდესაც შტატის გუბერნატორმა მისი რეაბილიტაცია მოახდინა.

შტატის საჩივრების შემსწავლელმა კომისიამ მამაკაცს 21 მარტს კომპენსაციის სახით ერთი მლნ დოლარი გადასცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე