ჩეხეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 15:31 | 22.03.2018
ნანახია: 851

აფეთქება მოხდა ჩეხეთის ქალაქ ვლტავოუს კრალუპიში-  ქიმიურ ქარხანაში. დაიღუპა 6 ადამიანი, ორი დაშავდა. ქალაქი პრაღასთან ახლოს მდებარეობს.
გარემოს დაბინძურება არ მომხდარა.

ქარხანაში პოლიციის, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. აფეთქების ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. პოლიციამ მომხდარის გამოძიება უკვე დაიწყო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე