რობინ უილიამსი სიკვდილის შემდეგ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 15:19 | 22.03.2018
ნანახია: 1646

ამერიკელი მსახიობი პემ დოუბერი რობინ უილიამსს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მსახიობი ეჭვობს, რომ ის კინოვარსკვალვის ერთადერთი მსხვერპლი არ იყო.

 „ყველაზე ამაზრზენს რაც ჩემს თავს  ხდებოდა, სწორედ ის აკეთებდა. და მე არასდროს მწყინდა. ის მაჩვენებდა თავის ინტიმურ ადგილებს. ცდილობდა საწოლში ჩემს შეთრევას, ხელს მკიდებდა. ვფიქრობ, რომ ამას ის ბევრ ადამიანთან აკეთებდა... მაგრამ ეს ისე მხიარული იყო“, - აღიარა დოუბერმა.

მისი თქმით, უილიამსს მხოლოდ ის ფატქი ამართლებს, რომ ეს ყველაფერი 1970-იან წლებში ხდებოდა.

დოუბერმა და უილიამსმა მთავარი როლები შეასრულეს სერიალში „მორკი და მინდი“, რომლის პრემიერაც 1978 წელს შედგა.

სერიალის პროდიუსერი ჯერი მარსალი ამბობს, რომ უილიამისს გადასაღებ მოედანზე  მოულოდნელად გაშიშვლება უყვარდა. „ის იდგა შიშველი, ვიდრე დოუბერი თავის როლს თამაშობდა. მის საციცოცხლო მიზანს პემ დოუბერის გაწითლება წარმოადგენდა,“- აღნიშნა მან.

უილიამსმა თავი 2014 წელს მოიკლა. გარდაცვალებამდე მას პარკინსონის დაავადება აღმოაჩნდა, თუმც მოგვიანებით ექიმებმა განაცხადეს, რომ დიაგნოზი არასწორი იყო და მას სხვა დაავადება - დემენცია სტანჯავდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე