ფილიპინების პოლიციამ ანტინარკოტიკული ოპერაციისას 13 ადამიანი მოკლა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 22.03.2018
ნანახია: 783

ფილიპინების პოლიციამ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას 13 ადამიანი მოკლა. დაკავებულია 100-ზეტი პირი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ბულაკანის პროვინციაში 60-მდე რეიდი ჩაატარა. ამოიღო 19 პისტოლეტი და ნარკოტიკების  250 შეკვრა.
ქვეყნის პრეზიდენტმა დუტერტემ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ნარკოდამოკიდებულებისა და  ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ბრძოლა გამოაცხადა. დუტერტეს გაპრეზიდნტების შემდეგ ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირში მყოფი  3 ათასამდე ადამიანია მოკლული. მათ შორის  გამოძიების დროს.                                    

მსოფლიო თანამეგობრობამ არაერთხელ დაგმო ფილიპინებში ნარკოვაჭრობასთან ბრძოლის მეთოდები. გაერო ფილიპინების ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს ეჭვმიტანილთა მკვლელობები, რომელთა მიმართ სრულყოფილი სასამართლო განხილვა არასდროს ჩატარებულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე