მუამარ კადაფის ვაჟი მზად არის სარკოზის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს

საქართველო, თბილისი - 11:53 | 22.03.2018
ნანახია: 1054

მუამარ კადაფის ვაჟი მზად არის წარადგინოს მტკიცებულები იმის შესახებ, რომ მამამისი საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. ამის შესახებ Middle East Monitor-ი იუწყება.
მედიის ცნობით, საიფ ალ-ისლამ კადაფი პირადად შეესწრო ტრიპოლში სარკზოის შტაბის ყოფილი უფროსისთვის ფულის გადაცემის პროცესს.

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი  20 მარტს 48 საათით დააკავეს. მას ბრალი უკვე წაუყენეს. სარკოზი პატიმრობიდან გათავისუფლდა, თუმცა გამოძიება გრძელდება.  მას 2007 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ლიბიის მაშინდელი ლიდერის მუამარ კადაფისგან ფინანსური დახმარების მიღებაში ადანაშაულებენ.

ამასთან დაკავშირებით, ექს-პრეზიდენტი ადრეც დაკითხეს. 63 წლის სარკოზი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.




პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე