ჩაბი ალონსოს 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საქართველო, თბილისი - 11:31 | 22.03.2018
ნანახია: 312

მადრიდის „რეალისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილ ფეხბურთელს ჩაბი ალონსოს გადასახადების დამალვისთვის ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრება.

ესპანეთის პროკურატურა აცხადებს, რომ მას ხაზინისთვის 2 მლნ ევრო მართებს არადეკლარირებული შემოსავლებისთვის.

ბრალდების თანახმად, საუბარია 2010-2012 წლებში გადასახადების დამალვაზე, როდესაც ის მადრიდის „რეალში“ თამაშობდა.

პროკურატურა ასევე მოითხოვს ფეხბურთელის ფინანსური მრჩევლის ივან სალდუსა და პორტუგალიური კომპანიის მენეჯერის დასჯას, რომლის მომსახურებითაც ალონსო სარგებლობდა, რათა გადასახადების გადახდა თავიდან აერიდებინა.

ბრალდება ასევე მოითხოვს ყოფილი ფეხბურთელის  4 მლნ ევროთი დაჯარიმებას.

ჩაბი ალონსომ საფეხბურთო კარიერა 2017 წელს დაასრულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე