გრიბოედოვის თეატრის გასტროლებმა ციმბირში დიდი წარმატებით ჩაიარა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 26.11.2015
ნანახია: 1828

14-დან 26 ნოემბრის ჩათვლით ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრი სპექტაკლით „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ საგასტროლო ტურნეში ციმბირში იმყოფებოდა. მათ ხუთ ქალაქში - ტომსკში, კემეროვოში,  ბარნაულში, ნოვოსიბირსკსა და ომსკში - რვაჯერ ითამაშეს და საერთო ჯამში გასტროლებს სამი ათასამდე მაყურებელი დაესწრო.

კემეროვოს გუბერნატორის ამან ტულეევს გადაწყვეტილებით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი და თეატრის დირექტორი ნიკოლოზ სვენტიცკი დაჯილდოვდნენ სპეციალური მედლით „სიკეთისა და რწმენისთვის“ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და პირადი წვლილისთვის თეატრლური ხელოვნების განვითარებაში, რუსული თეატრის ტრადიციების შენარჩუნებაში, უნიკალური ტალანტისთვის, შრომისმოყვარეობისთვის და სიცოცხლის სიყვარულისთვის“.

პროექტი განხორცილედა რუსეთის გასტროლების მხარდამჭერი ფედერალური ცენტრის უცხოური პროგრამის „დიდი გასტროლების“ (Большие гастроли) ფარგლებში. 

„ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“ არის ტრაგიკული აღსარება ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ავთანდილ ვარსიმაშვილი, მხატვარი - მირიან შველიძე. 2013 წელს სპექტაკლი დაჯილდოვდა საერთაშორისო თეატრალური ფორუმის „ოქროს რაინდის“ გრან-პრით.

ციმბირული გასტროლებით გრიბოედოვის თეატრმა დაასრულა საერთაშორისო მარათონი, რომელიც თეატრის 170-წლისთავს ეძთვნებოდა. სულ ორი წლის განმავლობაში თეატრმა 8 ქვეყანაში 18 გასტროლი გამართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე