სწორი ტერმინი არის ქალი - არანაირი ქალბატონი და არანაირი მანდილოსანი - ხათუნა გოგორიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:27 | 22.03.2018
ნანახია: 1861

სწორი ტერმინი არის ქალი - არანაირი ქალბატონი და არანაირი მანდილოსანი!, - ამ განცხადებით "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან კოლეგებს მოუწოდა, გამოიყენონ სწორი ტერმინი - ქალი. 

აქვე, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაში გენდერული კვოტირების ამოქმედება ქართული ნოუ-ჰაუ არ იქნება და მსგავსი სისტემა სხვა ქვეყნებშიც მუშაობს. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით “საარჩევნო კოდექსში“ ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე