მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ ნდობა ვერ გაამართლა

საქართველო, თბილისი - 10:25 | 22.03.2018
ნანახია: 826

 Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ სოციალური ქსელის ხელმძღვანელობამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რამაც გამოიწვია ის, რომ მილიონობით მომხმარებლის პირადი მონაცემები პოლიტექნოლოგების მიერ იქნა გამოყენებული.

კომპანია Cambridge Analytica-ს თავისი კლიენტების ინტერესებიდან გამომდინარე პერსონალური ინფორმაციების უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებენ.

ცუკერბერგმა გამოაქვეყნა განცხადება და აღიარა, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნდობა დაირღვა.

მოგვიანებით მან ინტერვიუ „სი ენ ენს“ მისცა, სადაც მომხდარის გამო სინანული გამოთქვა და თაღლითობის წინააღმდეგ ზომების გატარების პირობა დადო.

მისი თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენებას კონგრესშიც მისცემს.

Facebook-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა რომ გაართულებს უცხო პროგრამების წვდომას მომხმარებელთა ნებისმიერი ინფორმაციებისადმი.

„ჩვენ პასუხისმგებლები ვართ თქვენი მონაცემების დაცვაზე და თუ მათ დაცვას ვერ შევძლებთ, არ ვიქნებით ღირსი იმისა, რომ ჩვენი მომსახურებით სარგებლობდეთ“, - განაცხადა ცუერბერგმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე