22 მარტი წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა

საქართველო, თბილისი - 09:48 | 22.03.2018
ნანახია: 1542

წყლის რესურსების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლის 22 თებერვლიდან ყოველწლიურად აღინიშნება. 

წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმეწლი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი უფრო ართულებს სიტუაციას. 
წყლის დღე - შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები.

წყლის საერთაშორისო დღე საქართველოში რამდენიმე წელია აქტიურად აღინიშნება. მასში, როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული. გაეროს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ყველას უნდა ჰქონდეს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე