ზუგდიდში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა - ის ადგილზე დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 19:07 | 21.03.2018
ნანახია: 908

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე ქალს მიცუბიშის მარკის ავტომობილი დაეჯახა. 

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშიებით გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლოციის თანამშრომლები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე