საქართველოს ბანკის მომხმარებლები თეგეტაში 5-ჯერ მეტ PLUS-ებს დააგროვებენ

საქართველო, თბილისი - 11:32 | 21.03.2018
ნანახია: 1581

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა კომპანია თეგეტასთან ერთგული მომხარებლებისთვის აქციის დაწყების შესახებ. საქართველოს ბანკის მომხმარებელს, ვინც ჩართულია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, შესაძლებლობა აქვს დააგროვოს გა-5-მაგებული PLUS-ები. ამისათვის, საკმარისია მომხმარებელმა ისარგებლოს თეგეტას სერვისით, ხოლო ანგარიშსწორება განახორციელოს საქართველოს ბანკის ნებისმიერი პლასტიკური ბარათით.  მათ, ვინც ანგარიშსწორებას განახორციელებს ნაღდი ფულით, დახარჯულ ერთ ლარზე, ერთი PLUS ქულა დაერიცხება. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი დაგროვილი PLUS-ებით შეძლებს თეგეტაში სასურველი მომსახურების ან პროდუქტის შეძენას.

ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის ერთგული მომხმარებლებისთვის შეიქმნა და პროდუქტებთან ერთად  ბევრ ბენეფიტსა და პლუსებს მოიცავს. საქართველოს ბანკის  სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით მომხმარებელი აგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია: PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე - სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე; უფასო მგზავრობაზე; ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე; ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე; სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე; სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.  ურთიერთობის პროგრამაში ჩასართავად მომხმარებელი უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე