ტრამპი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი არ არის, როდესაც დიქტატორს ყალბ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - მაკკეინი

საქართველო, თბილისი - 10:47 | 21.03.2018
ნანახია: 762

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა დონალდ ტრამპი მწვავედ გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„ამერიკის პრეზიდენტი თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი არ არის, როდესაც დიქტატორს ყალბ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს“, - ნათქვამია სენატორის საიტზე გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

მაკკეინის თქმით, ვლადიმერ პუტინისადმი მილოცვით ტრამპმა შეურაცხყო რუსეთის თითოეული მოქალაქე, რომლებსაც უარი უთხრეს თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში მონაწილეობაზე, შეურაცხყო ისინი, ვისაც თავინთი ქვეყნის მომავლის შეცვლა სურდათ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე