ტრამპმა პუტინს არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 21.03.2018
ნანახია: 792

აშშ-ის პრეზიედენტმა დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა. ტრამპის თქმით, მან პუტინთან შეხვედრისა და უკრაინაში, სირიასა და კორეის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების განხილვის სურვილი გამოთქვა.

 „ჩვენ ძალიან კარგად ვისაუბრეთ და ვიმედოვნებ, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში ერთმანეთს შევხვდებით, რათა განვიხილოთ შეიარაღების თემა, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება“, - განაცხადა ტრამპმა.

პრეზიდენტების საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლის საიტიც ავრცელებს. კრემლის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა შეიარაღების, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და ეკონომიკური თანმაშრომლობის თემები განიხილა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე