მარიამ ხაჭვანი კანის ფესტივალის რეზიდენციის პროგრამაში 6 საუკეთესო რეჟისორს შორის

საქართველო, თბილისი - 10:10 | 21.03.2018
ნანახია: 707

ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი, კანის კინოფესტივალმა რეზიდენციის პროგრამისთვის Cinefondation შეარჩია. მარიამი 6 თვის მანძილზე პარიზში იცხოვრებს და შესაძლებლობა ექნება დაესწროს ცნობილი კინემატოგრაფისტების მასტერკლასებს. შარშან ამავე პროგრამაში Cinefondation რატი წითელაძე მონაწილეობდა პროექტით „ცარიელი სახლი".

მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „დედე" ეკრანებზე 2018 წელს გამოვიდა. ფილმის მსოფლიო პრემირა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის სპეციალური ჯილდო დაიმსახურა. „დედეს" ასევე აქვს აღებული იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების ჯილდო აზია - წყნარი ოკეანის დაჯილდოვების ცერემონიალზე


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე