ილია მეორემ რომის პაპს არჩევიდან 5 წლისთავი მიულოცა

საქართველო, თბილისი - 23:26 | 20.03.2018
ნანახია: 899

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რომის პაპს ფრანცისკეს წმინდა პეტრეს ტახტზე ასვლიდან 5 წლისთავი მიულოცა. მილოცვის ტექტსი საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“დღეს, როდესაც მსოფლიოში ასეთი წინააღმდეგობები და პრობლემებით სავსე სიტუაციაა, თქვენი მოღვაწეობა და მშვიდობისთვის ზრუნვა მეტად მნიშვნელოვანია კაცობრიობისთვის. დიდი სიყვარულით ვისხენებთ თქვენს ვიზიტს საქართველოში და ჩვენს შეხვედრებს. გისურვებთ მრავალჟამიერ სიცოცხლეს და შემდგომ წარმატებულ წლებს,” - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.

რომის პაპი ფრანცისე საქართველოს 2016 წლის 30 სექტემბერს ეწვია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე