ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან გადმოასვენეს

საქართველო, თბილისი - 21:00 | 20.03.2018
ნანახია: 791

 

ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოასვენეს. ცხედრის გადმოსვენება „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ მანქანებით მოხდა.

ადგილზე იმყოფებიან  სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი.

ცხინვალის დეფაქტო გენპროკურატურის ინფორმაციით, ქართულ მხარეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის დასკვნა და ტატუნაშვილის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება გადაეცემა.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე