ლარი დოლართან მიმართებაში გამყარდა

საქართველო, თბილისი - 17:29 | 20.03.2018
ნანახია: 1049

20 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.4383 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4401 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.0018 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0003 ლარს შეადგენდა.

შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.15 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.6177 ლარს შეადგენს, ასევე  გაუფასურდა ფუნტი და 3.4209 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 21 მარტიდან  შევა ძალაში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე