სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 16:44 | 20.03.2018
ნანახია: 1380

ამერიკელ მსახიობს სტივენ სიგალს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ.
რეგინა საიმონსმა და ფაბიოლა დადისმა ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ქალებმა შესაბამისი განცხადებით ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტსაც  მიმართეს. სიგალის თქმით, ქალები ცრუობენ და  ამისთვის ფული გადაუხადეს. „მათ არ აქვთ მტკიცებულებები და არ ყავთ მოწმეები“, - აღნიშნა მსახიობმა.
საიმონსის თქმით, სიგალს პირველად 1994 წელს ფილმ „სასიკვდილო საფრთხის“ გადაღების დროს შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ მოზარდი იყო.

მსახიობმა ის თავის სახლში წვეულებაზე დაპატიჟა, მაგრამ როდესაც რეგინა მასთან მივიდა იქ აღარვინ დახვდა. სიგალმა ის ოთახში ჩაკეტა და გააუპატიურა. ამის შემდეგ კი ფული შესთავაზა. რეგინა მისი სახლიდან გაიქცა და მას აღარასდროს შეხვედრია.

ყოფილმა მოდელმა ფაბიოლა დადისმა, რომელიც აშშ-ში ამსტერდამიდან ჩავიდა, განაცხადა, რომ მსახიობს 2002 წელს შეხვდა, როდესაც ის ჩინგიზხანზე ფილმს იღებდა. იმ დროს ფაბიოლა მხოლოდ 17 წლის იყო.

სიგალმა ის სინჯებზე მიიწვია. მაგრამ გოგონას ტანსაცმლის გახდა აიძულა და სექსუალური შევიწროება სცადა. ფაბიოლამ მისგან გაქცევა მოახერხა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე