„ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

საქართველო, თბილისი - 16:26 | 20.03.2018
ნანახია: 1064

თბილისში, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

​როგორც ტელეკომპანიის ახალი ამბების ხელმძღვანელმა ანი კიკნაძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე „ობიექტივის“ გადამღები ჯგუფი უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით იყო მისული, რა დროსაც გადამღებ ჯგუფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მისი თქმით, ჟურნალისტს თავი აქვს გატეხილი და ოპერატორთან ერთად, ის საავამყოფოშიამოთავსებული.

„ტელევიზიაში შეგვატყობინეს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობა. გადამღები ჯგუფი წავიდა ვითარების გასარკვევად, იქ დახვდა ის, ვინც დაობს უკანონო მშენებლობაზე, ჩაწერა ჩვეულებრივად და როდესაც მორჩნენ, გადამღები ჯგუფი მეორე მხარის ჩასაწერად შევიდა სასტუმროში, რომლის გვერდით მიმდინარეობს ეს მშენებლობა და ვინც ახორციელებს ამ კონკრეტულ მშენებლობას. კამერაც არ ჰქონდათ ჩართული, უბრალოდ შევიდა, რათა გაეგოთ ამბავი. როგორც კადრებში, რომელიც ხვეწნა-მუდარის შემდეგ მაჩვენეს, ჩანს, შევიდნენ ჟურნალისტი და ოპერატორი, დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ელაპარაკებიან სასტუმროს მფლობელს, ამ დროს სასტუმროს მფლობელის შვილი გადმოდის "შემოღობილივით" ადგილიდან და ურტყამს ოპერატორს მხარზე. ამ ამბიდან 15 წამში ჟურნალისტი და ოპერატორი გამოდიან შენობიდან და მოგვიანებით, გარეთ გამოდის სასტუმროს მენეჯერი ქალი, რომელიც, როგორც მითხრეს, მფლობელის ცოლია, ვინც ახორციელებს უკანონო მშენებლობას, და ხელებით დაუწყო გადამღებ ჯგუფს ყვირილი. კადრებში ჩანს, რომ საკმაოდ აგრესიულად, ხელების შლით უყვირის ორივეს. ოპერატორიც და ჟურნალისტიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, ჟურნალისტ გოგოს თავი აქვს გატეხილი“, - გვითხრა ანი კიკნაძემ.

​მისივე თქმით, ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია. მან იმედი გამოთქვა, რომ შსს სიტუაციას გამოარკვევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე