„ინდიანა ჯონსი 5“ ეკრანებზე 2020 წლის ივლისში გამოვა

საქართველო, თბილისი - 15:52 | 20.03.2018
ნანახია: 1399

ჰოლივუდის რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა არქეოლოგ ინდიანა ჯონსზე მეხუთე ფილმის  გადაღების შესახებ Empire Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ისაუბრა.

რეჟისორის თქმით, საკულტო კინოფრანშიზის მეხუთე ფილმზე მუშაობა 2019 წლის აპრილში დიდ ბრიტანეთში დაიწყება. მთავარი როლის შემსრულებლის ვინაობა ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია.

ზოგიერთი მედიასაშუალების მონაცემებით, მთავარ გმირს კვლავ ჰარისონ ფორდი ითამაშებს, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ სპილბერგმა პროექტი მთლიანად ამოატრიალოს და მთავარ როლზე სხვა მსახიობი შეარჩიოს.

ეკრანებზე „ინდიანა ჯონსი 5“-ის გამოსვლა 2020 წლის 10 ივლისისთვის იგეგმება. უცნობია ახალი სურათის სახელწოდებაც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე