გვაქვს ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ - კახა ქემოკლიძე

საქართველო, თბილისი - 15:26 | 20.03.2018
ნანახია: 1436

გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ქემოკლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა სამსახური მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს სავარაუდოდ, უნდა მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ყველა სამსახური მუშაობს თავისი კომპეტენციის ფარგლებში“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

შეგახსენებთ, 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე