ასეთი დაჯგუფებები დაკავშირებულია ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მსოფლმხედველობით, მათ საქმეს აკეთებენ და სიძულვილს ქადაგებენ- გიგა ბოკერია "ქართულ მარშზე"

საქართველო, თბილისი - 15:18 | 20.03.2018
ნანახია: 705

"ივანიშვილის გუნდი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან თანამშრომლობს "ქართულ მარშთან", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ერთი პოზიცია აქვთ ბევრ საკითხში და ხელისუფლებაც დაუსჯელობის ყველაზე დაბალი სტანდარტით უდგება ,,ქართული მარშის’’ მოქმედებას. 

"ყველას გვახსოვს პოლიტიკური მხარდაჭერის განცხადებებიც და ისიც, თუ როგორ იყენებდა ხელისუფლება ,,ქართულ მარშს’’ პოლიტიკური ოპონენტების და უმცირესობის წინააღმდეგ გუშინდელი რეაქცია რაც ვიხილეთ ტოლობის ნიშნის დასმა იყო მსხვერპლსა და თავდასხმას შორის. ეს არის პირდაპირ წახალისება ამ ძალადობის. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს პრობლემა გადაწყდება მხოლოდ მაშინ როდესაც ,,ქართული ოცნების’’ გუნდი იქნება ჩამოშორებული არჩევნების გზით. ხელისუფლებას ეს ჯგუფები სჭირდება საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ისიც, რომ ასეთი დაჯგუფებები დაკავშირებულია ჩვენს ჩრდილოეთ მეზობელთან მსოფლმხედველობით, შეხედულებებით, მათ საქმეს აკეთებენ და სიძულვილს ქადაგებენ. ძალადობენ ხალხზე, ოპონენტებზე და სხვადსხვა უმცირესობებზე", განაცხადა გიგა ბოკერიამ", - განაცხადა ბოკერიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე